RFS-მა (“რეპორტიორები საზღვრების გარეშე”) პრესის თავისუფლების მტაცებელთა 2025 წლის სიაში ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ამ სიაში ვლადიმერ პუტინის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, სი ძინპინისა და სხვების გევრდით მოხდა.
„პრესის თავისუფლების მტაცებლების 2025 წლის სია” წარმოადგენს RSF-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული “მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის” კონტრნაწილს. ინდექსი აფასებს პრესის თავისუფლების მდგომარეობას მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო “მტაცებელთა სია” გამოყოფს მათ, ვინც მედიის თავისუფლებას ფეხქვეშ თელავს.
სია სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი, ესენია: პოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური. ბიძნა ივანიშვილი არის მათ გვერდით, ვინც ფინანსურად ანადგურებენ მედიას.
“ვინაიდან ისინი ზღუდავენ საინფორმაციო მედიას ან მათზე თვითნებურად ახდენენ სამართლებრივ ზეწოლას, ბრენდან კარი (აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) ხელმძღვანელი), ვიცე-პროკურორი სენგ ჰინგი (კამბოჯა) და ქართველი მილიარდერი ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შედიან 2025 წლის მტაცებლების ამ სიაში”, -ვკითხულობთ RFS-ის ვებ გვერდზე. [ბათუმელების თარგმანი]