თუ ჰელოუინისთვის საშინელებათა ფილმების ყურებას აპირებთ და გგონიათ დისნეი თქვენს კომფორტზე იზრუნებს, ძალიან ცდებით — მართალია, EDGEOFYØR-ის სკამი სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა, მაგრამ დიზაინი სრულად აბსურდულია, სკამს მხოლოდ კიდე აქვს დარჩენილი…

ეს მხოლოდ დისნეის მარკეტინგული ძალისხმევის ნაწილია, ფრაზა On the edge of your seat ხელშესახებ ნივთად გარდაქმნას ემსახურება, რომელშიც დიზაინი და თეატრალური კომპონენტები ერთიანდება. ასე კი იმიტომ გადაწყვიტეს, რომ დისნეის ჰელოუინის პროგრამისკენ მიეპყროთ ადამიანების ყურადღება, კომფორტი კი არ შეეთავაზებინათ მათთვის, არამედ თემა, რომელზეც ისაუბრებდნენ:

EDGEOFYØR-ის სკამი CALLEN X Fyrn-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა — Fyrn-ის ჯილდოს მფლობელი Mariposa-ს სკამის ირონიული ვერსიაა, სადაც სავარძლის 80%-ზე მეტი ამოჭრილია… ჯერ არ ვიცით, კიდევ შემოგვთავაზებს მსგავს სკამს დისნეი თუ ეს მხოლოდ ჰელოუინის ხრიკად დარჩება, მაგრამ ფაქტია, EDGEOFYØR-მა უკვე შეასრულა თავისი მისია: გააცინა ადამიანები და აჩვენა მათ, რა ხდება, როცა ავეჯი პრაქტიკულობის კი არა, თეტრალური ელემენტების მიხედვით იქმნება.

marketer.ge