მისისიპის შტატში პოლიცია ეძებს ლაბორატორიულ მაიმუნს, რომელიც ავარიის შედეგად გაიქცა. ინციდენტი მოხდა 28 ოქტომბერს, რა დროსაც სატვირთო მანქანით გადაჰქონდა რეზუს-მაკაკები ტულენის უნივერსიტეტიდან.

ადგილობრივი შერიფის ოფისის ცნობით, ცხოველები ადამიანების მიმართ აგრესიულები არიან და საჭიროებენ სპეციალურ დამცავ საშუალებებს. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიმუნები შესაძლოა ჰეპატიტ C-ს, ჰერპესისა და COVID-ის მატარებლები იყვნენ. ოთხიდან სამი მოგვიანებით ლიკვიდირებულ იქნა, ერთი კი კვლავ თავისუფალია.

ტულენის უნივერსიტეტმა შემდეგ განაცხადა, რომ მაიმუნები საფრთხეს არ წარმოადგენენ და „ბოლო ტესტებმა დაადასტურა, რომ მათში არ ფიქსირდება არცერთი პათოგენი“.

უნივერსიტეტის თქმით, ცხოველები ეკუთვნის გარე კვლევით ორგანიზაციას, რომელსაც უნივერსიტეტმა ლაბორატორიის გამოყენების ნებართვა მისცა.

tvpirveli.ge