იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მემარჯვენე კოალიციამ მარცხი განიცადა რეფერენდუმზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და, შესაბამისად, მართლმსაჯულების რეფორმის გატარებას ისახავდა მიზნად.
ამომრჩეველთა მოულოდნელად მაღალი, დაახლოებით 60-პროცენტიანი აქტივობის ფონზე, წარმატებული გამოდგა ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კამპანია „არა“ (No), რომელსაც რეფერენდუმის მონაწილეთა თითქმის 54%-მა პროცენტმა (46%-ის წინააღმდეგ) დაუჭირა მხარი. მელონის თქმით, პატივს სცემს იტალიელების გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ მარცხის გამო გადადგომას არ აპირებს. მიუხედავად ამისა, ეს შედეგი მისი პირველი სერიოზული წარუმატებლობაა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ („ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“) რეფერენდუმის შედეგი „გამოსახლების თაობაზე მიღებული შეტყობინების“ ტოლფასად შეაფასა.
კიდევ ერთმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ („დემოკრატიული პარტია“) ჯორჯია მელონის გადადგომისკენ მოუწოდა. „არას“ ბანაკი შემოთავაზებულ ცვლილებებში იტალიის სასამართლო სისტემის სათუთად დაცულ დამოუკიდებლობაზე თავდასხმას ხედავს.
წყარო: 1 არხი