ველოდებით ზაფხულის სეზონს. წინასწარი ჯავშნები ძირითადად რუსეთიდან არის, - ამის შესახებ საგურამოსთან მდებარე სასტუმრო "ზედაზენის" მენეჯერმა ჟანა დოგუზოვამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ აისახება ტურიზმის სექტორზე და იმედს გამოთქვამს, რომ მოვლენები მალე დასტაბილურდება.
"მიმდინარე პერიოდში გარკვეული ჯავშნები არის და დაახლოებით, 20%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ. ჩვენ ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას და გვაქვს იმედი, რომ ზაფხულის სეზონზე აქტიური მუშაობა გვექნება და უკეთესი მაჩვენებლებით დავასრულებთ, ვიდრე წინა წლის ზაფხული იყო.
რა ინფრასტრუქტურაც გვაქვს იმ მოცემულობით ვხვდებით დამსვენებლებს და ჯერჯერობით რაიმე ახალი სივრცის დამატებას ვერ ვახერხებთ, რაც ასევე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარეობს", - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი ჟანა დოგუზოვა.
ცნობისთვის, საგურამოსთან მდებარე სასტუმრო "ზედაზენი" 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი 51 სასტუმრო ნომერს და ღია აუზს მოიცავს.