ამერიკული კომპანიები Tesla და SpaceX ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ჩიპების დიდ ქარხანას ააშენებენ, – განაცხადა ორივე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა.
„ან Terafab-ს ავაშენებთ, ან ჩიპები არ გვექნება“ – თქვა მან პროექტის შესახებ ქალაქში გამართულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, Terafab-ი აწარმოებს ჩიპებს Tesla-ს ელექტრომობილებისთვის, Optimus–ი ანთროპომორფული რობოტებისთვის და კოსმოსური გამოყენებისთვის, სადაც SpaceX გეგმავს დიდი რაოდენობით თანამგზავრების განლაგებას ხელოვნური ინტელექტის გამოთვლებისთვის.