2022 წლის თებერვლიდან, აღწერილი და ოფიციალური მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში 737 ეკლესია გაანადგურა. ასევე დადასტურებული მომაცემებით, სადაც აღწერილია სახელები და გვარები, რუსეთმა 82 სასულიერო პირი მოკლა. მათგან 57 უშუალოდ დაბომბვების შედეგად დაიღუპა, ხოლო 25 ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანგარიშსწორებებისა და წამების მსხვერპლი გახდა. ეს არის აღწერილი და ოფიციალური ცნობები, ხოლო არაოფიციალურად მოკლული სასულიერო პირების რაოდენობა გაცილებით დიდია. ზოგი მათგამი უგზოუკლოდ დაკარგულთა სიაშია.მერე კიდევ უკვირს ზოგს, თუ რატო აგდებენ უკრაინული ეკლესიიდან რუსის აგენტებს და რატო ჩამოაყალიბეს რუსეთის საპატრიარქოსგან დამოუკიდებელი ეკლესია. მშრალ სტატისტიკას რომ შევხედოთ არცერთ ქვეყანას არ მოუკლავს ბოლო 100 წელიწადში იმაზე მეტი მართლმადიდებელი, ვიდრე "ერთმორწმუნე" რუსეთს.ბოლო 100 წელიწადში არცერთ ქვეყანას დაუნგრევია იმაზე მეტი მართლმადიდებლური ტაძარი, ვიდრე "ერთმორწმუნე" რუსეთს.