ევროპაში 12 ტონა შოკოლად KitKat-ით დატვირთული სატვირთო გაიტაცეს — ინფორმაციას კომპანია Nestlé ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სატვირთოს, რომელიც შოკოლადის ახალი ხაზის 413 793 ერთეული გადაჰქონდა, გასულ კვირას ცენტრალური იტალიიდან პოლონეთში ტრანსპორტირებისას მოიპარეს. დანაშაულის ადგილი არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ ამ დრომდე არც სატვირთო და არც მისი ტვირთი ნაპოვნი არ არის.

Nestlé-ში აცხადებენ, რომ ტვირთების ქურდობა ევროპაში მზარდ პრობლემად რჩება. მათი ვარაუდით, მოპარული პროდუქცია შესაძლოა არაოფიციალური არხებით მოხვდეს ბაზარზე.

„ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ხალხს, ‘გაეკეთებინათ შესვენება KitKat-თან ერთად’, თუმცა, როგორც ჩანს, ქურდებმა ეს მესიჯი ზედმეტად პირდაპირ გაიგეს“, — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

tvpirveli.ge