პენტაგონი ირანში რამდენიმე კვირიანი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, გაურკვეველია, დაამტკიცებს თუ არა ტრამპი გადაწყვეტილებას.
ცალკე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ შაბათს განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდი USS Tripoli ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჩავიდა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გემზე დაახლოებით 3500 მეზღვაური და საზღვაო ქვეითებისგან შემდგარი შენაერთი იმყოფება, ასევე, გამანადგურებელი თვითმფრინავები.