პოლონელმა მაშველებმა ახალი საფრენი აპარატი გამოცადეს, რომელიც მომავალში შესაძლოა მთებში ტურისტების ძებნასა და ევაკუაციაში დაეხმაროს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

აპარატს Jetson One ჰქვია. ის ელექტროენერგიაზე მუშაობს, ვერტიკალურად აფრინდება და ეშვება, როგორც ვერტმფრენი, თუმცა ზომით გაცილებით პატარაა. ამჟამად მოწყობილობას ერთი ადამიანით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შეუძლია ფრენა. მთავარი შეზღუდვა ის არის, რომ პილოტის წონა აღჭურვილობით არ უნდა აღემატებოდეს 90 კილოგრამს.

ადგილობრივმა სამთო სამაშველო სამსახურმა დრონის უპირატესობები აღნიშნა: მისი კომპაქტური ზომა, ვიწრო ხეობებში და ხეებს შორის ფრენის შესაძლებლობა, სადაც ვერტმფრენი ვერ გაივლის.