სტატისტიკურმა პორტალმა, Opta-მ გამოავლინა 2026-27 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტები. ფავორიტი ინგლისის ჩემპიონი „არსენალია“, რომლის გამარჯვების ალბათობაა 21,2%.

Opta-ს ვერსიით ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ფავორიტების ტოპათეული ასეთია:

არსენალი – 21,2%

ბაიერნი – 19,9%

მანჩესტერ სიტი – 12%

პარი სენ-ჟერმენი – 7,7%

ბარსელონა – 7%

რეალი – 5,1%

ლივერპული – 5,1%

მანჩესტერ იუნ – 3,7%

ინტერი – 3,4%

ასტონ ვილა – 2%

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენია“, რომელმაც წინა გათამაშების ფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა „არსენალი“.

პირველი არხი