მონღოლეთი, რუსეთის დიდი ხნის სავაჭრო პარტნიორი, მეზობელ ქვეყანაში საწვავის დეფიციტის გამო იტანჯება, რომელიც მისი ბენზინისა და დიზელის მთავარი მიმწოდებელია, განუცხადა Reuters-ს მონღოლეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბოლორჩულუნ ცენდგოსბომ.

„ჩვენ (საწვავის) თითქმის 95%-ის იმპორტს რუსეთიდან ვახორციელებთ“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.

მედიის ცნობით, Reuters-ის მიერ გამოკითხული თვითმხილველები ქვეყნის მასშტაბით ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგების შესახებ იტყობინებიან. მონღოლეთმა აგვისტოში საწვავის გაყიდვებზე შეზღუდვები  დააწესა. ბენზინისა და დიზელის საწვავის დეფიციტი რუსეთიდან გავრცელდა, სადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონების თავდასხმებმა და სეზონურმა მაღალმა მოთხოვნამ საწვავის კრიზისი გამოიწვია.

„მე ვიცი თქვენი პრობლემა. თუმცა (მონღოლეთისთვის) ფასი იზრდება“, - განუცხადა ცენდგოსბომ Reuters-ს. მან დასძინა, რომ ფასები ამჟამად ლიტრზე 1,50 დოლარიდან თითქმის 2 დოლარამდე მერყეობს, გაზაფხულზე ლიტრზე დაახლოებით 1 დოლართან შედარებით. რუსეთის მიერ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა მონღოლეთი, რომელთანაც რუსეთს აქვს სამთავრობათაშორისო მიწოდების შეთანხმებები.

ტრეიდერების ცნობით, იანვრიდან ივლისამდე პერიოდში მონღოლეთში რუსული დიზელის საწვავის მიწოდება 7%-ით გაიზარდა და 1.05 მილიონ ტონას მიაღწია. ბენზინის ექსპორტი 450 000 ტონიდან 515 000 ტონამდე გაიზარდა, ხოლო თვითმფრინავის საწვავის მიწოდება 40%-ით შემცირდა და 32 000 ტონა შეადგინა.

მხოლოდ ივლისში, მონღოლეთში რუსული საავტომობილო საწვავის ექსპორტი ივნისის 186 400 ტონიდან 173 000 ტონამდე შემცირდა.

წყარო: themoscowtimes