გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მომდევნო თვეებში ოკეანურ - ატმოსფერული ელ-ნინიოს ფენომენის გაძლიერების მოლოდინშია. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ის ბოლო 1000 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იქნება, – ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ელ-ნინიოს გაძლიერება მთელ მსოფლიოში ნალექებისა და ტემპერატურის ცვლილებებს გამოიწვევს. პლანეტის სხვადასხვა ნაწილში გაიზრდება უკიდურესი სიცხის, გვალვისა და ძლიერი წყალდიდობის ალბათობა.

ორშაბათს გამოქვეყნებული უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ელ-ნინიოს ცენტრში ოკეანის ტემპერატურა ბოლო 30-წლიან საშუალო მაჩვენებელზე 2.6 გრადუსი ცელსიუსით მეტია. ეს უკვე ახლოსაა თანამგზავრული დაკვირვებების ისტორიაში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ანომალიასთან. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფენომენი 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და პიკს 2026 წლის ნოემბერში მიაღწევს.

ელ-ნინიო ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც იწვევს წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყლის ზედა ფენის მკვეთრ დათბობას. ეს მოვლენა ხშირად შედარებულია ლა-ნინიასთან, რომელიც ხასიათდება წყლის გაცივებით. ოკეანის ტემპერატურის ცვლილებები იწვევს კლიმატის ცვლილებების ჯაჭვს მთელ მსოფლიოში. ელ-ნინიო განისაზღვრება, როგორც ტემპერატურის ანომალია 0,5 გრადუს ცელსიუსზე მეტით.

წყარო: snob.ru