„გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 590 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.1%-იანი ზრდაა.
საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მაჩვენებელი წლიურად პრაქტიკულად უცვლელია.
„გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, ტურიზმის სექტორის ბოლო თვეებში გააქტიურებამ ვერ შეძლო ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის შედეგად წლის დასაწყისში მიღებული დანაკარგის სრულად დაბალანსება.
საინვესტიციო ბანკი პროგნოზირებს, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს 4.9 მილიარდ დოლარს, ხოლო 2027 წელს 5.3 მილიარდ დოლარს მიაღწევს.