აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკს დაურეკა და სთხოვა, მოეხსნა შეზღუდვები უკრაინაში Starlink-ის სამხედრო დანიშნულების ვერსიაზე - წერს The Wall Street Journal ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

"აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ საუბრიდან მალევე, ხუთშაბათს, სისტემამ უკეთესად დაიწყო ფუნქციონირება. ზოგიერთი უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, სისტემის სრული ფუნქციონალი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი, თუმცა ის იმაზე მაღალი სიჩქარით მუშაობს, ვიდრე შეზღუდვის პერიოდში.“ - წერს გამოცემა ექსკლუზიურ სტატიაში.

მანამდე The Wall Street Journal წერდა, რომ ილონ მასკმა პირადად გასცა განკარგულება უკრაინისთვის Starlink-ის სამხედრო ვერსიის სიჩქარის შემცირების შესახებ, რის გამოც უკრაინული დამრტყმელი დრონებისა და დრონ-გადამჭერების ნაწილი პრაქტიკულად გამოსაყენებლად უვარგისი გახდა.