ჩინურმა კომპანია Unitree Robotics-მა წარმოადგინა ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც შეუძლია დაცვის ფუნქცია შეასრულოს. South China Morning Post-ის ცნობით, მას შეუძლია თავდამსხმელის შეჩერება.

რობოტი, სახელწოდებით H2-X Kung Fu Legend: Guardian, დაფუძნებულია H2 ჰუმანოიდ რობოტზე, რომლის სიმაღლე 1.8 მეტრია და წონა დაახლოებით 70 კგ.

Unitree Robotics-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ იცავს რობოტი ქალს ნიღბიანი შეიარაღებული პირისგან და ადვილად სწევს მანქანას, რათა გაათავისუფლოს ქვეშ ჩარჩენილი ადამიანი. 

მწარმოებელს ჯერ არ დაუკონკრეტებია, როდის გამოვა რობოტი გაყიდვაში ან რა ფასი ექნება მას. კომპანიამ ასევე არ გაამჟღავნა დეტალური ტექნიკური მახასიათებლები.