ივლისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 3.9%-ით, 350.0 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 4.7%- ით, 39.0 მლნ აშშ დოლარამდე. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი წვლილი აშშ-დან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 11.2%-იანი ზრდით. ისრაელიდან მიღებული ფულადი გზავნილებიც გაიზარდა წლიურად 21.6%-ით. ევროკავშირიდან გზავნილების ზრდამ წლიურად 2.4% შეადგინა.

„ივლისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 43.7%-იანი წილით ევროკავშირის ქვეყნები, 19.4%-იანი წილით აშშ და 12.0%-იანი წილით რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (16.0%), გერმანიის (9.1%) და საბერძნეთის (8.0%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

1tv.ge