ხორვატიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ებრძოლოს „party - ტურიზმს“ - ხმაურიან ტურისტულ წვეულებებს - და ღამით ალკოჰოლის გაყიდვაზე შეზღუდვებს აწესებს. ქვეყანა, რომელიც ჭარბი ტურიზმის წინაშე დგას, პოპულარულ ტურისტულ ზონებში ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად მასშტაბურ კამპანიას იწყებს.
ახალი წესების თანახმად, მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვის შესახებ ღამით - საღამოს 8:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. ასეთი ზომების შემოღება შესაძლებელია იმ ადგილებში, სადაც დაფიქსირდა ხმაურის გადაჭარბებული დონე, ვანდალიზმი და ტურისტების ქცევასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები.