რუსული სამთავრობო მედიის მიხედვით, ვლადიმირ პუტინმა ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა მიუსამძიმრა.
TASS-ის ცნობით, პუტინმა ხამენეის მოკვლა "ყოველგვარი ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ცინიკურ მკვლელობად" დაახასიათა.
პუტინის თქმით, რუსეთში ხამენეის შესანიშნავ სახელმწიფო მოღვაწედ დაიმახსოვრებენ, რომელმაც "დიდი წვლილი შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში".