Warner Brothers-ის 103-წლიანი ისტორია სავსეა ლეგენდარული, საკულტო ფილმებით, სერიალებითა და ანიმაციური სურათებით. ბეტმენითა თუ სუპერმენით დაწყებული, ჰარი პოტერით და ჰობიტით დამთავრებული – Warner-ის პორტფელში დაუვიწყარი პერსონაჟების შთამბეჭდავ ჩამონათვალს შეხვდებით. აგრეთვე გასაოცარია იმ ფილმების სია, რომლებმაც წლების განმავლობაში არაერთხელ მოახდინეს კულტურული სენსაცია.
ამ ისტორიის გახსენების და Warner Brothers-ის გასხვისების მოლოდინში, გადავწყვიტეთ, თქვენთვის კომპანიის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების რეიტინგი შემოგვეთავაზებინა:
1. ბარბი (2023)
შემოსავალი: 1.5 მლრდ
ბიუჯეტი: $145 მლნ
IMDb: 6.8
2. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (2011)
შემოსავალი: 1.3 მლრდ
ბიუჯეტი: $125 მლნ
IMDb: 8.1
3. აქუამენი (2018)
შემოსავალი: 1.2 მლრდ
ბიუჯეტი: $160 მლნ
IMDb: 6.8
4. შავი რაინდის აღზევება (2012)
შემოსავალი: 1.1 მლრდ
ბიუჯეტი: $230 მლნ
IMDb: 8.4
5. ჯოკერი (2019)
შემოსავალი: 1.0 მლრდ
ბიუჯეტი: $55 მლნ
IMDb: 8.3