ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ქალიშვილი მამასთან ერთად სამხედრო აღლუმზე გამოჩნდა.
მათმა მსგავსმა ჩაცმულობამ წარმოშვა ვარაუდი, რომ თინეიჯერი ჩუ ე მისი მემკვიდრე გახდება. ტყავის კოსტიუმი, რომელსაც კიმი ატარებს, მისი, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უმაღლესი გარანტის, იმიჯის ნაწილია. ექსპერტები ამბობენ, რომ იდენტურ სამოსში მისი ქალიშვილის გამოწყობა შემთხვევითი სულაც არ არის.
იმავდროულად, სამხრეთკორეული მედია, დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით, წერს, რომ კიმმა უკვე დანიშნა ჩუ ე ფხენიანის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებული დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
მამა და ქალიშვილი მმართველი პარტიის ყრილობაზეც ერთად გამოჩნდნენ. კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ თუკი მტრული პოლიტიკა დასრულდებოდა, აღარ იარსებებს მიზეზი, რის გამოც მას შეერთებულ შტატებთან ცუდი ურთიერთობა ექნება. იმავდროულად, მან სამხრეთ კორეასთან დიალოგი გამორიცხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა, როგორც ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო, ამ სტატუსს სეულთან მიმართებაში მთლიანად გამოიყენებს.
წყარო: 1 არხი