კანადაში დაფუძნებულ მასწავლებელთა საპენსიო ფონდს შესაძლოა დაახლოებით $11 მილიარდამდე შემოსავალი ერგოს იმ ინვესტიციიდან, რომელიც მან SpaceX-ში შვიდი წლის წინ დაახლოებით $220 მილიონით განახორციელა.

Ontario Teachers’ Pension Plan-მა 2019 წელს ამერიკულ კოსმოსურ კომპანიაში $220 მილიონი ჩადო.

ამჟამინდელი პროგნოზების მიხედვით, SpaceX-ის აქციების საწყისი საჯარო შეთავაზება (IPO) შესაძლოა $1.75 ტრილიონამდე შეფასებით შედგეს, ხოლო აქციების ფასმა $135-ს მიაღწიოს. ასეთ შემთხვევაში ფონდის ინვესტიციის ღირებულება დაახლოებით $11.6 მილიარდამდე გაიზრდება.

ცნობისთვის, Ontario Teachers’ Pension Plan არის კანადის ერთ-ერთი უდიდესი პროფესიული საპენსიო ფონდი, რომლის აქტივები 2025 წლის ბოლოსთვის $279.4 მილიარდს შეადგენდა და 346,000 მოქმედ და პენსიაზე გასულ მასწავლებელს აერთიანებს.