ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად აიათოლა არაფი დაინიშნა - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების შემდეგ, დროებითი ხელმძღვანელობის საბჭო ქვეყნის გარდამავალ ფაზას გააკონტროლებს. საბჭოს წევრები იქნებიან - ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და მეურვეთა საბჭოს მაღალი თანამდებობის პირი.