ისრაელის სამხედრო იერიშების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი, ამირ ნასირზადე და ისლამური რევოლუციური გვარდიის სახმელეთო ჯარების მეთაური, მოჰამედ პაკპური დაიღუპნენ. Reuters-ის ცნობით, ფაქტს სამხედრო ოპერაციებსა და რეგიონულ დაზვერვაში ჩართული სამი დამოუკიდებელი წყარო ადასტურებს.

როგორც ირკვევა, აღნიშნული მაღალჩინოსნების ლიკვიდაცია თეირანსა და სხვა სტრატეგიულ ქალაქებში განხორციელებული მასშტაბური დაბომბვების ფარგლებში მოხდა. ირანული მედია უკვე გამოეხმაურა მომხდარს და ცნობებს სიყალბე უწოდა.

აღსანიშნავია, რომ იერიშები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანული სამიზნეების წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო კამპანიის ნაწილია. ირანის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების პარალელურად, თელ-ავივის მიმართულებითაც დაფიქსირდა ბალისტიკური რაკეტების გაშვება, რის გამოც ისრაელის ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ნაწილში განგაშია გამოცხადებული.

ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის უპრეცედენტო გაფართოებაზე მიუთითებს და არსებობს მოლოდინი, რომ მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

bm.ge