ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი პირველადი ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რომლის თანახმად, პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი გარე თავდასხმის შედეგად არავის ჩამოუგდია.

როგორც ექსპერტიზაშია აღნიშნული, საფრენ აპარატს არ ეტყობა გარეგანი დაზიანების ან აფეთქების კვალი, რაც საწყის ეტაპზევე გამორიცხავს მისი განზრახ ჩამოგდების ვარაუდს.

მიუხედავად ამისა, ექსპერტიზაში არ არის ახსნილი, თუ რამ გამოიწვია რაისის ვერტმფრენის ავარიული დაშვება. როგორც გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც მეტი დროა საჭირო. დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნა, შესაძლოა, ტექნიკურ გაუმართაობას გამოეწვია.

ირანის პრეზიდენტი Bell 212-ის ტიპის ვერტმფრენით მგზავრობდა, რომელიც 1986 წლიდან იწარმოება და ის, უმეტესწილად, ვიეტნამის ომში გამოიყენებოდა.