გასულ კვირას შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგები 3,59 მილიონი ბარელით გაიზარდა და 460,7 მილიონი ბარელი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში.

ბენზინის მარაგი 2,65 მლნ ბარელით გაიზარდა და 233,89 მლნ ბარელი შეადგინა.

კომერციული დისტილატების მარაგები შემცირდა 377 ათასი ბარელით, 121,26 მლნ ბარელამდე.

ექსპერტები ნავთობის მარაგების 2,82 მლნ ბარელით, ბენზინის მარაგების 1,5 მლნ ბარელით და დისტილატის მარაგების 1,05 მლნ ბარელით შემცირებას ელოდნენ.