რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი 14-ე პაკეტით, ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთისთვის ფრენების აკრძალვის გაფართოებას მოიცავს. ამის შესახებ Европейская правда ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ევროკავშირის საბჭოში აღინიშნა, ევროკავშირის ტერიტორიაზე დაფრენის, მისგან აფრენისა და მასზე ფრენის აკრძალვა ასევე ვრცელდება გრაფიკის მიღმა ფრენაზე, თუ აფრენის ან დაფრენის ადგილი და დრო განისაზღვრება რუსეთის ფიზიკური ან იურიდიული პირების, სტრუქტურების ან ორგანოების მიერ.

გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნით, ოპერატორები ვალდებულნი არიან მიაწოდონ მათ ინფორმაცია ფრენების შესახებ, მათ შორის ინფორმაცია თვითმფრინავის მფლობელების და მათი მგზავრების შესახებ.

ახალი სანქციების პაკეტი ასევე ითვალისწინებს ევროკავშირში საქონლის ტრანსპორტირების აკრძალვის გაფართოებას, მათ შორის სატრანზიტო ტრანსპორტის, ევროკავშირის გადამზიდავებისთვის, რომლებშიც 25%-იანი წილი რუს ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს ეკუთვნის.