Ukrvinprom-ში გაერთიანებული ადგილობრივი მეღვინეები უკრაინაში ქართულ და სომხურ ღვინოზე სანქციების დაწესებას ითხოვენ. მიზეზი, უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთთან ვაჭრობაა. ამის შესახებ Економічна правда წერს. გამოცემა წერს, რომ სანქციები შესაძლოა დაუწესდეს კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნების“ შემომწირველი სუბიექტების კომპანიებს. მათ შორისაა, ზურაბ ჩხაიძე (კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფი), ვახტანგ კარიჭაშვილი (Bolero & Co), ზაალ დუგლაძე, ზაზა კიკაბიძე (Georgian Wine Ltd) და ნანა მენაბდიშვილი (წინანდლის ძველი მარანი). გამოცემა წერს, რომ სანქციები დაუწესდება ასევე კომპანია „სარაჯიშვილს“ და „ასკანელი ძმებს“.

ასოციაციის ცნობით, სომხეთიდან და საქართველოდან  არაერთი კომპანია ყიდის პროდუქციას რუსეთის ბაზარზე და ვაჭრობს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ უკრაინელი მეღვინეების კორპორაცია Укрвинпром-მა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, ქართველი და სომეხი მეღვინის დასანქცირებაზე. გამოცემა წერს, რომ სიაშია 17 საწარმოა.

„მიღებული ზომები საკმარისი იქნება იმისათვის, რომ უკრაინულ საცალო ქსელებში არ შეიტანონ პროდუქცია სანქციების სიაში მყოფი საწარმოებიდან. თუ სანქციების საკითხების ჯგუფი გადაწყვეტილებას მიიღებს, საბაჟო ამ პროდუქციას ქვეყანაში არ დაუშვებს", - აცხადებნს Укрвинпром-ის დირექტორი ვლადიმერ კუჩერენკო უმრაინულ გამოცემასთან.

Ukrvinprom წერს, რომ ეს სია არასრულია და მისი გაფართოება შესაძლებელია.