ივნისში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 4.4%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, ივნისში საქართველოში 2.2%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის. ამ ჩამონათვალში შედის კაფეებსა და რესტორნებში ზოგიერთი პროდუქტის ფასიც.

რესტორნებში გაზრდილია ფასი ტრადიციულ კერძებზე. ქართულ რესტორნებში ხინკალი წლიურად 12.3%-ით გაძვირდა. გასული წლის ივნისთან შედარებით 4.6%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 7.6%-ითაა გაზრდილი.

გაზრდილია კაფეში ყავის ღირებულებაც და ივნისში წლიურმა ზრდამ 12% შეადგინა.