საქართველოდან უცხოეთში ფრენა 32%-ით გაძვირდა, მოგზაურობა კი თითქმის 8%-ით - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

2024 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ფრენის ღირებულება 32%-ით არის გაზრდილი, ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ კი 8%-ით.

ფასების 32%-იანი ზრდით ავიაბილეთები ყველაზე გაძვირებულ მომსახურების ტოპ 10-ში მოხვდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4 პროცენტით განისაზღვრა.