თუშეთის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა და პირველ ვიზიტორებს ელის. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

,,უკვე შეგიძლიათ ესტუმროთ ვიზიტორთა ცენტრს ომალოში, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია და გაეშუროთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით, გამორჩეული ტრადიციების, მითებისა და ლანდშაფტების აღმოსაჩენად'',- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.