საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელმაც, შეიძლება ისტორია დაწეროს, რადგან ულტრა მემარჯვენეები ხელისუფლებაში მოსვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ BBC-ი წერს.

წინასაარჩევნო გამოკითხვებში მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია „ეროვნული გაერთიანება“ (RN) ლიდერობს.