საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კიოლნში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო - ესპანეთის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.