ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ავტომობილი დღეს დილით უკრაინაში უნგრეთის საელჩოსთან მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კიევში პირველად ჩავიდა.