რუმინეთის მმართველმა კოალიციამ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღები განსაზღვრა. სოციალ-დემოკრატებისა და ლიბერალების გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, ის 8 დეკემბერს გაიმართება. ტურებს შორის კი, 1-ელ დეკემბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამგვარად, რუმინელებს ზედიზედ ორი-სამი კვირა მოუწევთ არჩევნებზე სიარული.

განიხილებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთად ჩატარების ვერსიაც, თუმცა საბოლოოდ ისინი სამ თარიღზე შეთანხმდნენ. მოსალოდნელია, რომ სოციალ-დემოკრატები და ლიბერალები არჩევნების შემდეგ კოალიციის პარტნიორებად დარჩებიან, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში ცალკე კანდიდატებით იქნებიან წარდგენილი.

ევროპარლამენტის არჩევნებში ისინი ერთიანი სიებით მონაწილეობდნენ და ხმების 48,6% მიიღეს.