2023 წლის მონაცემებით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ღირებულების მიხედვით, საქართველო მესამე ადგილზეა.

ინფორმაციას თურქული გამოცემა medimagazin.com ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იმ 185 ქვეყანას შორის, რომლებიც თურქეთისგან მედიკამენტებს

ყიდულობენ, პირველი სამხრეთ კორეაა, რომელმაც გასულ წელს თურქეთისგან 458 მილიონი დოლარის ფარმაცევტული პროდუქცია შეიძინა. მას მოსდევს უნგრეთი 169 მილიონით, მესამე კი საქართველოა 140 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტებით.

გამოცემის მონაცემებით, თურქეთის ფარმაცევტული წარმოება სწრაფი ტემპებით იზრდება. ამასთან, მასში ადგილობრივი პროდუქციის წილი მატულობს და ბოლო 8 წლის განმავლობაში, ღირებულების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 1533 პროცენტით გაიზარდა. ქვეყანაში 100-ზე მეტი ფარმაცევტული საწარმო მუშაობს, 13 საწარმო კი ნედლეულს აწარმოებს. გასულ წელს ამ სექტორის მიერ ექსპორტირებულმა პროდუქციამ 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. თურქეთში წარმოებული მედიკამენტები მსოფლიოს 185 ბაზარზე გადის.

ინდუსტრიაში 47500 ადამიანია დასაქმებული.

საექსპორტო ბაზრებს შორისაა ევროკავშირის ქვეყნები, დსთ-ს სახელმწიფოები, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

წყარო: jandacva