ჩინური ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები მოსკოვის საფონდო ბირჟას ტოვებენ და ოფიციალური არხებით იუანში ტრანზაქციების გატარებას წყვეტენ. 

ჩინური ბანკების ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობის მხრიდან სანქციების ახალი პაკეტის დაწესებით არის განპირობებული, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, მეორეული სანქციები დაუწესოს ნებისმიერ უცხოურ კომპანიას, რომელიც აშშ-ის მიერ განსაზღვრულ შეზღუდვებს დაარღვევს.

რუსეთში ჩინურ ბანკებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ, რადგან რუბლისა და იუანის გადაცვლის პროცესში ისინი აქტიურად მონაწილეობენ და ამ ტიპის ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მათზე მოდის.

მოსკოვის საფონდო ბირჟიდან გასვლით ჩინურ ბანკებს აშშ-ის სანქციებისგან თავის დაცვა სურთ, რაც ლოგიკურია, რადგან სანქცირებულ სიაში მოხვედრა არცერთი კომერციული ბანკის ინტერესებში არ შედის.