რუსულმა ელექტრომატარებელმა, Ласточка-მ, რომელიც სოჭსა და გაგრას შორის მოძრაობს, 1 წელში 70 000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. ამის შესახებ „აფხაზეთის რკინიგზის" პრესსამსახური იტყობინება.

TACC-ი წერს, რომ რუსეთ-აფხაზურ ტრაფიკში გადაადგილებაზე მაღალი მოთხოვნის გამო, Ласточка-მ სოჭსა და გაგრას შორის მოძრაობა 2023 წლის 8 ივნისს დაიწყო. „აფხაზეთის რკინიგზის“ და რუსეთის რკინიგზის მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებების შედეგად, Ласточка-ს ამოქმედებიდან დღემდე 73 105 ტურისტი გადაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დასაწყისიდან Ласточка-ს 23 222 მგზავრი გადაჰყავდა, ყველაზე მეტი კი - 7 890 ივნისში გადაიყვანა.

რუსული მედია წერს, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, ელექტრომატარებლის საცდელი გაშვება სოხუმის რკინიგზის სადგურამდე 2024 წელს მოხდა. მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ Ласточка-მ  აფხაზეთის ე.წ. დედაქალაქში რეგულარულად იმოძრაოს