FAO-ს მონაცემებით, 2022 წელს საზამთროს ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა, 60 542 203 ტონა საზამთროს წარმოებით, ჩინეთი იყო. სამეულშია თურქეთი და ინდოეთი. ათეულში მე-6 ადგილზე მოხვდა რუსეთი 1 635 405 ტონა საზამთროს წარმოებით, მე-10 და მე-11 ადგილებზე არიან უზბეკეთი და ყაზახეთი 1.4 და 1.3 ტონა საზამთროს წარმოებით, მე-17-ზე - ტაჯიკეთი  (800 000 ტონა), 37-ზე - უკრაინა (200 000 ტონა).

მსოფლიოში საზამთროს ყველაზე მსხვილი მწარმოებლების ათეული ასეთია:

ჩინეთი - 60 542 203 ტონა საზამთრო აწარმოვა;

თურქეთი - 3 384 783 ტონა;

ინდოეთი - 3 308 000 ტონა;

ალჟირი - 2 023 000 ტონა;

ბრაზილია - 1 913 000 ტონა;

რუსეთი - 1 635 405 ტონა;

პაკისტანი - 1 578 000 ტონა;

აშშ - 1 493 000 ტონა;

სენეგალი 1 493 000 ტონა;

უზბეკეთი - 1 400 000 ტონა.