ქვეყნების რეიტინგს, სადაც დიზელი ყველაზე იაფია Global Petrol Price აქვეყნებს. სიის სათავეში 40 ქვეყანას შორის ვენესუელაა. 2024 წლის ივლისში იქ 1 ლიტრი დიზელი $0.004 ღირდა (საშუალოდ 1 თეთრი). კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში 1 ლიტრი დიზელის საშუალო ფასი 1.23 აშშ დოლარია.

სამეულშია ირანი და ლიბია. ათეულში მე-10 ადგილზე მოხვდა მეზობელი აზერბაიჯანი, სადაც დიზელი 0.471 დოლარი ღირს. სხვა მეზობელი და პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან, 24-ზეა ბელარუსი ($0.736), 25-ზე - რუსეთი ($0.767).

იმ ქვეყნების ათეული, სადაც დიზელი ყველაზე იაფია, ასეთია:

ვენესუელა - 1 ლიტრი ბენზინი $0.004 ღირს;

ირანი - $0.006;

ლიბია - $0.031;

ეგვიპტე - $0.210;

ალჟირი - $0.216;

ანგოლა -$0.234;

თურქმენეთი - $0.286;

საუდის არაბეთი - $0.306;

ქუვეითი - $0.375;

აზერბაიჯანი -$0.471.