International-IQ-test.com-ის მონაცემები, ქვეყნების საშუალო IQ-ს რეიტინგში საქართველო 21-ზეა. ინფორმაციას Ranking Royals ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული რეიტინგი დაფუძნებულია, 2023 წელს, მსოფლიოში ჩატარებულ 1 691 740 ტესტის მონაცემებზე დაყრდნობით.

კვლევის მიხედვით, საშუალო IQ მაღალია აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. საშუალოსთან ახლოსაა IQ-ს მაჩვენებელი ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, დასავლეთ აზიაში, ოკეანეაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხოლო ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში - საშუალოზე დაბალია.

2024 წლის იანვრის მონაცემებით, რეიტინგში, სადაც ქვეყნების რეიტინგია მოცემული საშუალო IQ-ს მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო უსწრებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს - ბელარუსს, რუსეთს და სომხეთს. 40 ქვეყანას, შორის სხვა მეზობელი ქვეყნები არ იძებნება.

საქართველოს შემთხვევაში საშუალო IQ 101.36-ია, ბელორუსის - 100.78, რუსეთის - 100.64, სომხეთის - 99.87.

სიის სათავეში ყველაზე მაღალი საშუალო IQ-ს მაჩვენებლით სამხრეთ კორეაა (107.54), სამეულშია - ჩინეთი (106.99) და ირანი (106.84).

ათეულში ევროპული ქვეყნებიდან მოხვდა ავსტრია, გერმანია და სლოვენია.

მსოფლიოში ყველაზე საშუალო IQ-ს მქონე ქვეყნების 20-ეული ასეთია:

სამხრეთ კორეა

ჩინეთი

ირანი

იაპონია

სინგაპური

ავსტრია

კანადა

გერმანია

სლოვენია

მონღოლეთი

ისრაელი

შრი ლანკა

იტალია

ესოპანეთი

ახალი ზელნადია

ბლგარეთი

ავსტრალია

შვეიცარია

ბელგია

ვიეტნამი