ფორმულა 1-ის 2016 წლის ჩემპიონმა ნიკო როსბერგმა თავისი ვენჩურული კაპიტალის ფონდისთვის, Rosberg Ventures-ისთვის, 100 მილიონი დოლარი მოიზიდა, რითაც მისი მართვის ქვეშ მყოფი აქტივები 200 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, – წერს Bloomberg.
ეს მას ყოფილ სპორტსმენებს შორის ტექნოლოგიურ სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად აქცევს, ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმსი და სერენა უილიამსი, რომლებსაც საკუთარი სახსრები აქვთ სტარტაპებში ინვესტირებისთვის.