აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში კომპანია BlackRock-ის გლობალური ფიქსირებული შემოსავლის მიმართულების მთავარ საინვესტიციო ოფიცერ რიკ რიდერთან გასაუბრებას გამართავს, - ამის შესახებ ადმინისტრაციის წყაროებმა FOX Business-ს განუცხადეს და დასძინეს, რომ ტრამპი ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) ახალ თავმჯდომარედ სწორედ მას მოიაზრებს.
წყაროების თქმით, რიდერთან ინტერვიუ ხუთშაბათს, თეთრ სახლში გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან ტრამპი, ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დენ სკავინოა.
წყაროების ინფორმაციითვე, ეს იქნება მეოთხე და ბოლო გასაუბრება იმ კანდიდატებთან, რომლებიც ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის, შემცვლელად განიხილებიან.