ნოემბერში ჩიპების გლობალური გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 29.8%-ით გაიზარდა და 75.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. – ამის შესახებ ნათქვამია ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციის (SIA) პრესრელიზში.

ოქტომბერთან შედარებით, ზრდამ 3.5% შეადგინა. „გლობალურმა ნახევარგამტარების ინდუსტრიამ ნოემბერში რეკორდული ყოველთვიური გაყიდვები დააფიქსირა, მოთხოვნა კი ყველა ძირითად პროდუქტის კატეგორიაში გაიზარდა“, - განაცხადა SIA-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ნოიფერმა. „მომავალში, ჩიპების გლობალური ბაზარი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაიზრდება 2026 წლისთვის, გაყიდვები კი თითქმის 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს“.

ნოემბერში ამერიკაში გაყიდვები წინა წელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა, ევროპაში - 11.1%-ით, ჩინეთში - 22.9%-ით, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სხვა რეგიონებში - 66.1%-ით. ამასობაში, იაპონიაში გაყიდვები 8.9%-ით შემცირდა.

ვრცლად interfax - ზე