ქართული მოცვის მწარმოებელი კომპანია Keystone Agro, რომელიც სამეგრელოში, სოფელ ჩხორიაში 55 ჰექტარ მოცვის ბაღებს ავითარებს, მიმდინარე წელს წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანას გეგმავს.

კომპანიის დირექტორის, თორნიკე ფანჯავიძის, BM.GE-სთან ამბობს, რომ ცვლილებები პირველ რიგში სამაცივრე ინფრასტრუქტურას და პროდუქტების შენახვის ვადების გასახანგრძლივებელ ტექნოლოგიებს შეეხება. მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 100 000 დოლარს შეადგენს.

„წარმოების გაფართოებას წელს არ ვგეგმავთ. ჩვენი ყურადღება ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და მოსავლის აღების შემდგომი პროცესების დახვეწაზეა მიმართული. საუბარია სამაცივრე მიმართულებაზე, ლაბორატორიაზე, ხარისხის კონტროლზე და სპეციალურ შესაფუთ მასალებზე, რომლებიც პროდუქციის შენახვის ვადას გაზრდიან.

მოსავლის აღების პროცესში მანქანების, "ჰარვესტერის" ჩამოყვანას ვფიქრობდით, მაგრამ ამის განხორციელება წლის განმავლობაში შესაძლებლობებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ფანჯავიძემ.

გარდა ამისა, კომპანია გეგმავს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას და „ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ ფარგლებში, წევრების პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდას. ეს გულისხმობს ქართულ რითეილერებთან თანამშრომლობას ფიქსირებული ფასის ფარგლებში, რათა ადგილობრივ ბაზარზე მოცვის პოპულარიზაცია მოხდეს.

bm.ge