ამერიკული Google (რომელიც Alphabet Inc.-ის საკუთრებაა) Walmart Inc.-თან, Shopify-თან, Wayfair-თან და კიდევ რამდენიმე მსხვილ რითეილერთან პარტნიორობის გზით თავისი ჩატბოტის Gemini–ს სავაჭრო ფუნქციებს აფართოებს.

Google-ისა და Walmart-ის ცნობით, მყისიერი გადახდის ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ზოგიერთი გამყიდველისგან შესყიდვები განახორციელონ იმ ჩატბოტიდან გაუსვლელად, რომელსაც პროდუქციის მოსაძებნად იყენებდნენ.

ეს განცხადებები გაკეთდა შეერთებული შტატების ეროვნული საცალო ვაჭრობის ფედერაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც ნიუ-იორკში 11-დან 13 იანვრამდე იმართება, აღნიშნავს Market Watch.

ვრცლად Interfax - ზე