2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25.816 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით მეტია - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში.
მათივე ცნობით, მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 7.291 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 18.525 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2025 წელს 11.234 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5 პროცენტია.