ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის, ევროსტატის, გადახედილი მონაცემების თანახმად, ევროზონის ეკონომიკა მეორე კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, 0.4%-ით გაიზარდა.

ეს ბოლო ხუთი კვარტალის განმავლობაში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

წლიურ გამოხატულებაში, მშპ-ს ზრდამ 1% შეადგინა.

ორივე მაჩვენებელი შეესაბამებოდა როგორც ადრე გამოცხადებულ მონაცემებს, ასევე Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს.

ევროკავშირის ეკონომიკა აპრილ-ივნისში კვარტალურად 0.5%-ით, ხოლო წლიურად 1.2%-ით გაიზარდა.

გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში მშპ კვარტალურად 0.2%-ით, ნიდერლანდებში - 0.4%-ით, ხოლო ესპანეთში - 0.7%-ით გაიზარდა.

ეს მშპ-ს სამი შეფასებიდან მეორეა. საბოლოო მონაცემები 7 სექტემბერს გამოქვეყნდება.

ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა სამ თვესთან შედარებით უცვლელი დარჩა და წლიურად 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკა, შესაბამისად, 0.5%-ით და 0.8%-ით გაიზარდა.

წყარო: interfax