ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი, რომელიც საზღვაო პორტების სანქცირებას ეხება, საბერძნეთმა და მალტამ დროებით დაბლოკა.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, მალტა და საბერძნეთი ეწინააღმდეგებოდნენ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ლიმიტის ნაცვლად, მის სრულიად აკრძალვით ჩანაცვლების ფაქტს.

ორშაბათს, 9 თებერვალს, ევროკავშირის ელჩების ბოლო შეხვედრაზე, სადაც ბლოკის უახლესი, მე-20 სანქციების პაკეტი იყო წარდგენილი, ორივე სამხრეთ ევროპის ქვეყნის წარმომადგენლებმა „შეშფოთება გამოთქვეს“ ამ ნაბიჯის გამო.

მათი ტქახალ ფორმატზე გადასვლამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ევროპის გადაზიდვების ინდუსტრიასა და ენერგორესურსების ფასებზე.

ათენი და ვალეტა შიშობენ, რომ ევროპული გადაზიდვების ინდუსტრიისთვის ეს ფაქტი ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება და ენერგორესურსების ფასები შესაძლოა გაიზარდოს.