2025 წელს ლუვრის, ვატიკანის და კორეის მუზეუმები მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი კულტურული დაწესებულებები იყო.

The Art Newspaper-ის კვლევის თანახმად, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უძველესი კულტურული ორგანიზაციები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან COVID-19-მდე არსებულ დონეს, მაშინ როდესაც აზიასა და ლათინურ ამერიკაში ახალი მუზეუმები და ადგილები სწრაფ ზრდას აჩვენებენ.

გასულ წელს ყველაზე მონახულებადი 10 მუზეუმი შემდეგი იყო:

- ლუვრის მუზეუმი (9,046,000 ვიზიტორი);
- ვატიკანის მუზეუმები (6,933,822 ვიზიტორი);
- კორეის ეროვნული მუზეუმი (6,507,483 ვიზიტორი);
- ბრიტანეთის მუზეუმი (6,440,120 ვიზიტორი);
- ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (5,984,091 ვიზიტორი);
- რუსეთის სახელმწიფო მუზეუმი (5,087,276 ვიზიტორი);
- მეხიკოს ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი (5,048,893 ვიზიტორი);
- შანხაის მუზეუმი (4,593,216 ვიზიტორი);
- ტეიტ მოდერნი, ლონდონი (4,514,266 ვიზიტორი);
- ეროვნული გალერეა, ლონდონი (4,147,544 ვიზიტორი).